О нас

Borusan Makina ve Guc Sistemleri Sanayi ve Ticaret A.S.-მ, რომელიც არის ამერიკული ბრენდის,Caterpillar-ის ექსკლუზიური დილერი თურქეთში, 1997 წელს დაარსა წარმომადგენლობა საქართველოში.

ამ პერიოდში, კომპანიამ ქართულ ბაზარზე თავი დაიმკვიდრა, როგორც საიმედო პარტნიორმა. კომპანიის კლიენტურა შედგება, როგორც კერძო კომპანიებისგან, ისე სახელმწიფო ორგანიზაციებისგან. Borusan Makina აქტიურად არის ჩართული საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ და სტრატეგიულ პროექტებში.

2013 წელს კომპანიამ განახორციელა 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია საქართველოში. თბილისში, კახეთის გზატკეცილის 118-ში გაიხსნა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სერვის ცენტრი. იგი განთავსებულია 5000 მ2 ფართობზე: აქედან 600 მ2წარმოადგენს საოფისე ფართს, 250 მ2 საწყობის ფართს (რომელშიც 3700-მდე დასახელების სათადარიგო ნაწილის განთავსებაა შესაძლებელი) და 620 მ2 დახურული მომსახურების ცენტრს.

Borusan Makina ve Guc Sistemleri Sanayi ve Ticaret A.S. არის ბორუსან ჰოლდინგის წევრი ორგანიზაცია, რომელმაც 2014 წელს თავისი 70 წლის იუბილე იზეიმა. ბორუსან ჯგუფი აგრძელებს სწრაფ ზრდას მეტალურგიის, დისტრიბუციის, ლოჯისტიკის და ენერგეტიკის სფეროებში. ამ წარმატებას საფუძველი გაუმყარაძლიერმა კორპორატიულმა ბიზნეს კულტურამ, რომელიც სამ ძირითად პრინციპს ემყარება: პირველი არის დამკვეთის მოთხოვნის შესწავლა დაშემოქმედებითი,გამორჩეული დაეკონომიკური გადაწყვეტილების მოძებნა; მეორე, არის უნარიგადადგა სწრაფიდა მოქნილი ნაბიჯები ისე, რომ არ დაუშვა შეცდომა დადააზღვიო რისკები; ხოლო მესამე კლიენტის მომსახურება, პროდუქციის შეთავაზებისას მთავარი პრინციპის, თანამედროვე წარმოების და უნაკლო გაყიდვების მიმართ ერთგულებით.
Borusan
ჯგუფი ანხორციელებსსაერთაშორისო პარტნიორობასინდუსტრიის ლიდერ კომპანიებთანმთელ მსოფლიოში. მასაქვს პარტნიორულიურთიერთობები მსოფლიოსწამყვან ფოლადისმწარმოებელკომპანიასთანArcelorMittal, მსოფლიოს უდიდეს სამრეწველოკომპანია- Salzgitter Mannesmann-თან, საავტომობილო გიგანტთან BMW AG-თან, მსოფლიოს უდიდეს მეორადი მანქანებით მოვაჭრე კომპანიაManheim-თანდა გერმანიაში სიდიდითმესამე ენერგოკომპანია EnBW AG-თან.
Borusan
ჯგუფს ჯერა, რომმისი მოვალეობაა იყოს პიონერი მდგრადიდა ბუნებრივი ბიზნესპრაქტიკის შექმნაში, ყველა იმ სფეროში, რომელშიც იგი აქტიურად მოღვაწეობს. კომპანია აცნობიერებს, რომ ჩვენს პლანეტაზე არსებული ბუნებრივი რესურსები ლიმიტირებულია და ცდილობს მათ ეფექტურ გამოყენებას, რომ გააუმჯობესოს ჩვენი აწყმო და მომავალი ცხოვრების სტანდარტები.

1997 წ. - ბორუსან მაქინა ვე გუჩ სისტემლერი სანაი ვე თიჯარეთ სს.-ს საქართველოს წარმომადგენლობის დაარსება.

2013 წ. - 6 Sigma -ს მეთოდოლოგიის დანერგვა.

2013 წ.- 1C ERP დანერგვა.

2014 წ. - თბილისში, კახეთის გზატკეცილ 118-ში ახალი ოფისის და სერვისცენტრის გახსნა.

2014 წ. – მიიღო Caterpillar- სგან 4 ვარსკვლავი, დაწესებულებაში კონტროლში.

2016 წ. - თბილისში, დიღომში ახალი ფილია გახსნა.